საიტი მუშაობს შეფერხებით. მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

წვდომისთვის საჭიროა ავტორიზაცია

img description

რა უნარები დაგჭირდება იმისთვის რომ იყო ფრილანსერი?

თუკი გადაწყვეტილი გაქვს ფრილანსერობა მნიშვნელვანია იცოდე, თუ რა უნარებია საჭირო იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო. თავდაპირველად უნდა გაიაზრო, რომ საწყის ეტაპზე მოგიწევს საკუთარი ბიზენესის თავად მართვა, ამიტომ მნიშვნელოვანია კონკრეტული უნარების გამომუშავება და მათზე სისტემატიური მუშაობა.

რა უნარები დაგჭირდება იმისთვის რომ იყო ფრილანსერი?

უნარებზე საუბრისას მნიშვნელოვანია გამოვყოთ „რბილი“ და „რთული“ უნარები.

კონკრეტულად რა განსხვავებაა ამ ორს შორის?

„რთული უნარი“, არის დასწავლადი და გაზომვადი შესაძლებლობა, რაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად. ამ მიზნების წინასწარ განსაზღვრა შესაძლებელია და როგორც წესი დასწავლადი და ნაკლებად თანდაყოლილია.

ასეთი უნარების მაგალითებია :


  1. კოდირების ენის პროგრამისტი
  2. „WordPress“ ვებსაიტის შექმნის უნარი ვებ დეველოპერებისთვის
  3. Sketch– ის გამოყენების გამოცდილება  ვებ – დიზაინერისთვის
  4. WordPress- ის და Yoast მოდულის ცოდნა მწერლისთვის და სხვა

„რბილი უნარები“ უფრო მეტად პიროვნული თვისებებია, რაც ადამიანს ეხმარება კონკრეტულ სამსახურში დავალების ჯეროვნად შესრულებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს უნარები არ არის გადამწყვეტი სამუშაოსთვის, ისინი მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად.

ასეთი უნარების მაგალითებია :


  1. ინტერპერსონალური კომუნიკაცია
  2. განწყობა

ფრილანსერებს სჭირდებათ სხვადასხვა “რბილი“ ან „რთული უნარები“ , თუმცა ეს დამოკიდებულია იმ სფეროზე, რომელშიც ისინი სპეციალიზირდებიან და ეს გამომდინარეობს მათ მიერ გაწეული მომსახურებიდან.

უნარები რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფრილანსერს :


  • თავდაჯერებულობა

თავდაჯერებულობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ზუსტად იცოდე რისი გაკეთება შეგიძლია და კონკრეტულად რა უნარები გაქვს. თუკი თავად არ გჯერა საკუთარი შესაძლებლობების, პოტენციურ დამკვეთსაც გაუჭირდება  ამის დაჯერება. თავდაჯერებულობა არ არის თანდაყოლილი უნარი და შესაძლებელია მისი დასწავლა საკუთარ თავზე სისტემატიური მუშაობის შედეგად.

  • გაყიდვებისა და მოლაპარაკებების უნარი

გაყიდვებისა და მოლაპარაკებების უნარი უმნიშვნელოვანესია, მაშინ როდესაც ხარ საკუთარი თავის უფროსი და თავად უნდა დაარწმუნო პოტენციური დამკვეთი, რომ მათ სჭირდებათ კონკრეტულად შენი მომსახურება.
აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ დარწმუნება უნდა მოახერხო უმოკლეს დროში და დიდი კონკურენციის პირობებში. მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობა გქონდეს არსებულ  დამკვეთთან და პარალელურად იკონტაქტო პოტენციურ მომხმარებელთან.

  • დროის მენეჯმენტი
უნდა შეგეძლოს ცხრილის გაკეთება და სისტემატიურად აკონტროლო მასში შეტანილი ცვლილებები.
ფრილანსინგის მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი კომპანიაში მუშაობისგან სწორედ ისაა, რომ არავინ მოვა იმის შესამოწმებლად, თუ როგორ ასრულებ დაკისრებულ დავალებას. იმისათვის, რომ თავიდან აიცილო საქმის გაჭიანურება და შეთანხმებულ ვადებში სამუშაოს ჩაბარებასთან დაკავშირებული პრობლემები, მუდმივად უნდა აკონტროლო ცხრილი. მოგიწევს ინვოისებზე მუშაობა, სამუშაოს შესრულება, დამკვეთთან ურთიერთობა და ახალი დამკვეთების მოძიება პარალელურად, ამიტომ თვითორგანიზების გარეშე ამის გაკეთებას ვერ შეძლებ.

  • ცნობისმოყვარეობა

ცნობისმოყვარეობა და მეტის შესწავლის სურვილი დაგეხმარება ფეხი აუწყო იმ ცვლილებებს, რომელიც კონკრეტულ სფეროში მიმდინარეობს.
ციფრულ სფეროში ცვლილებები ძალიან სწრაფად ხდება, ამიტომ მუდმივად თვალყური უნდა ადევნო სფეროში მიმდინარე სიახლეებს და რაც შეიძლება მეტი ისწავლო. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის რომ იყო მუდმივად აქტუალური და იპოვო დამკვეთები.

  • კომუნიკაციის უნარი

კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები  მნიშვნელოვანია დამკვეთებთან ურთიერთობის დროს, რათა მათ დეტალურად და მათთვის გასაგები ტერმინოლოგიით   აუხსნა თუ რის გაკეთებას შეძლებ და რა მოთხოვნების  სანაცვლოდ. მნიშვნელოვანია გაიაზრო მეორე მხარის პოზიციები, მისი წითელი ხაზები და მოლოდინები. საკუთარი თავის დაყენება ხშირად მოგიწევს დამკვეთის ადგილას. 

  • სტრესის მართვის უნარი

ფრილანსინგი ხშირად ძალიან დამღლელი პროცესიაა, რადგან მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული და იმის მიუხედავად, რომ სამუშაოს შესრულება შეგიძლია დღის ნებისმიერ მონაკვეთში და ნებისმიერი ადგილიდან, ეს არ ამცირებს იმ სტრესს, რომელიც თვითდასაქმებულობას  სდევს თან. იმისათვის, რომ ბიზნესის წარმართვა შეძლო მნიშვნელოვანია ისწავლო განტვირთვა და არ იფიქრო ისეთ საკითხებზე, რომელიც შენ დემოტივაციას მოახდენს.

  • აღრიცხვის უნარი

როდესაც ფრილანსერი ხარ უნდა გაითვალისწინო, რომ ამ პროცესში, თავად უნდა აწარმოო აღრიცხვები და თვითონ ხარ ფინანსური დეპარტამენტი. სწორედ ამიტომ, ფრილანსინგის დაწყებამდე მნიშვნელოვანია გაეცნო ფინანსების საბაზისო საკითხებს, რათა უკეთ მართობიზნესი. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ფრილანსერები გადასახადების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვების აუთსორს ახდენენ.

  • მარკეტინგული უნარი

იმისათვის რომ პოტენციური დამკვეთების ჩვენებისა და სურვილების პროგნოზირება მოახდინო, მნიშვნელოვანია მარკეტინგული უნარები, თუმცა პლატფორმა Myfreelance.ge ამარტივებს აღნიშნულ პროცესს და ფრილანსერს ნაკლები რესურსისა და ენერგიის დახარჯვა უწევს მარკეტინგული საკითხების მოგვარებაში.

როგორ უნდა მოახდინო  სწორი პოზიციონირება ფრილანსერის პროფილის შექმნის დროს?

Myfreelance.ge გაძლევს შესაძლებლობას დეტალურად მიუთითო საკუთარი უნარები, აღწერო შენი გამოცდილება და ცოდნა. მნიშვნელოვანია,  პოტენციური დამკვეთთან ურთიერთობისას გამოიყენო  „რბილი უნარები“ , ხოლო „რთული უნარების“  მითითებისას იყავით დეტალურები.