საიტი მუშაობს შეფერხებით. მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

წვდომისთვის საჭიროა ავტორიზაცია

img description

მსოფლიო ფრილანსინგის ტრენდები

1.გუგლი არის კომპანია, რომელსაც უფრო მეტი ფრილანსერი ჰყავს, ვიდრე  მუდმივი თანამშრომელი.

Google- ის სამუშაო ძალა შეადგენს 220.00 თანამშრომელს. კომპანიაში  მუდმივი თანამშრომელი არის  46% (102.000) , ხოლო ფრილანსერები/კონრაქტორები 54% (120.000 ადამიანი)


წყარო : Bloomberg

2.ბოლო წლების განმავლობაში გამოიკვეთა ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე სწრაფად მზარდი ფრილანს ბაზრები აქვს:


წყარო : CNBC

3.ამჟამად ამერიკაში 58 მილიონი ადამიანი თვლის თავს ფრილანსერად, 2027 წლისთვის აშშ-ს  სამუშაო ძალის უმრავლესობა ფრილანსერი იქნება.


წყარო : Upwork Press Release

4.ფრილანსინგი ცვლის თამაშის წესებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

ფრილანსერების გამოყენება ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ხარჯების ეფექტური და მოქნილი გადაწყვეტის შეთავაზებით. საერთაშორისო კვლევები  მიუთითებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები კმაყოფილები არიან ფრილანსერებით და მომავალში აპირებენ მეტი მიმართულებით ჩართონ ისინი ბიზნესის წარმოების პროცესში.

სამი ძირითადი სტატისტიკა, რომელიც  ამ ფაქტს ადასტურებს:

  • აშშ – ში მცირე და საშუალო ბიზნესის 70%-ს ერთხელ მაინც უმუშავია ფრილანსერებთან
  • ამ კომპანიების 81% გეგმავს კიდევ ითანამშრომლოს ფრილანსერთან
  • 83% თვლის, რომ ფრილანსერების ბიზნესსში ჩართვამ გააუმჯობესა ბიზნესის ფუნქციონირება


წყარო : LinkedIn

5.ამერიკაში ბიზნესის ნახევარი იყენებს ფრილანსერების მომსახურებას

კომპანიების 52% იყენებს ფრილანსერების მომსახურებას და სტატისტიკა მზარდია


წყარო : Inavero Report


6. მომდევნო 10 წლის განამვლობაში, ფრილანსერების დაქირავების რიცხვი გაორმაგდება

ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერების განცხადებით, მომდევლო 10 წლის განამვლობაში 168%-ით გაიზრდება თავისუფალი სამუშაო გრაფიკის მქონე ფრილანსერების მიერ შესრულებული სამუშაოები.

წყაროInavero Report


7. ყოველი მოთხოვნილი 20 ფრილანსერიდან 12  დეველოპერია

კომპანიის მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი ფრილანსერები ძირითადად არიან IT– სთან დაკავშირებული სფეროებიდან. მათ შორისაა: Blockchain, Amazon DynamoDB, React Native, Angular, Computer Vision, Go და სხვა.


წყარო : Business Insider


FlexJobs– ის მონაცემებით,  იმის მიუხედავად რომ ამერიკაში, პანდემიის დროს უმუშევარი 37 მლნ ადამიანი გახდა,  „თავისუფალი სამუშაოების“  24% –იანი ზრდა დაფიქსირდა განსაკუთრებით ნახევარ განაკვეთიან და დამოუკიდებელ პოზიციებზე.

ამერიკული კომპანიები, რომელიც აქტიურად იყენებენ ფრილანსერების მომსახურებას 


  • VocoVision - ბავშვთა თერაპიული პროგრამა


  1.    სკოლის ფსიქოლოგი
  2.  მეტყველების პათოლოგი


2.Kforce - მუშაობს  ისეთ დარგებში, როგორიცაა ტექნოლოგია, ფინანსური მომსახურება და ჯანდაცვა

  • სესხების გაცემის დამმუშავებელი
  • მომხმარებელთა მომსახურების აგენტი
  • კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელ


Randstad- ინჟინერია და წარმოება
კომპანია მოხვდა ფორბსის სიაში „ ამერიკის საუკეთესო დამსაქმებლები მრავალფეროვნებისთვის 2020“ და „ამერიკის საუკეთესო დამსაქმებლები ქალებისთვის 2019 წ.“

  • კომერციული სესხის დამმუშავებელი
  • ადვოკატი
  • მონაცემთა შეყვანის მენეჯერი

დასაქმებულთა 55% ფრილანსერია