საიტი მუშაობს შეფერხებით. მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

წვდომისთვის საჭიროა ავტორიზაცია

img description

მარკეტინგის ტრენდები

თანამედროვე მსოფლიოში მარკეტინგი სინათლის სიჩქარით ვითარდება. ახალი ტექნოლოგიების გამოყენება მარკეტინგში ყველაფერს ცვლის. ასეთი ინოვაციები სრულ ტრანსფორმაციას ახდენს მარკეტინგულ შეტევებსა და დაკავშირებაზე სამიზნე აუდიტორიასთან.

  •    ძირითადი მარკეტინგული ტრენდები
  •    კონტენტ მარკეტინგის ტრენდები
  •    სოციალური მედიის მარკეტინგული ტრენდები
  •    SEO მარკეტინგული ტრენდები
  •    ტექნოლოგიური მარკეტინგული ტრენდები
  •    „privacy” მარკეტინგული ტრენდები


რატომ უნდა გამოვიყენოთ მარკეტინგული ტრენდები?

საქართველოში კომპანიები ფიქრობენ, რომ თუკი მარკეტინგული სტრატეგია ახლა კარგად მუშაობს, მისი შეცვლა არ არის საჭირო. რაც არასწორი მიდგომაა. ცვლილებების განხორციელება უნდა დაიწყოს ეტაპობრივად, რათა უმტკივნეულოდ მოხდეს ახალი მარკეტინგული ტრენდების ჯეროვნად გატარება. 

მარკეტინგული ტრენდები გეხმარება:

  • თვალყური ადევნო შენი მომხმარებლის ქცევას ყიდვის დროს, თუ როგორ იკვლევენ პროდუქტს და მომსახურებას
  • ამოიცნო და რეაგირება მოახდინო მომხმარებლის ქცევაზე და პრიორიტეტებზე
  • მოუსმინო და უპასუხო ისეთ ცვლილებებს ბაზარზე, რაც დაგეხმარება თანხის დაზოგვაში
  • იმის გასაგებად, თუ ვინ არის შენი სამიზნე აუდიტორია და რა მოლოდინები აქვთ შენი ბიზნესისგან
  • შეინარჩუნო  რელევანტურობა სამიზნე ბაზარზე და კონკურენტებს შორის ( მოკლე და გრძელ ვადებში)

 არსებობს 50-ზე მეტი მარკეტინგული სტრატეგია:

  • World of mouth ანუ რადიო სარაფანი
  • ქონთენთზე დაფუძნებული სტრატეგიები
  • სოციალურ მედიაზე დაფუძნებული სტრატეგიები
  • ინფლუენსერ მარკეტინგი
  • პირდაპირი მარკეტინგი
  • იმეილ მარკეტინგი

საძიებო მარკეტინგი და სხვა მრავალი

საქართველოში ნაკლებადაა განვითარებული MarTech პროგრამები, რომელიც ყველა ციფრულმა მენეჯერმა უნდა იცოდეს

გაგიზიარებთ განსხვავებული ფუნქციებისა და ფასის პროგრამებს, რომლთა გამოყენების ცოდნა აუცილებელია თანამედროვე მსოფლიოში და მათი აქტუალობა კიდევ უფრო გაიზრდება : 


Marketing Automation (მარკეტინგული ავტომატიზაცია) – Hubspot  და Marketo გეხმარებათ :

ü  აღარ მოგიწევ თანხის გადახდა შეზღუდული მახასიათებლებისა და ფუნქციების მქონე პროგრამებში, რომლებსაც არ მოქვთ სასურველი შედეგი

ü  კონკრეტულად ფოკუსირდება იმეილ მარკეტინგზე და იდეალურად ასრულებს დაკისრებულ სამუშაოს

ü  უზრუნველყოფს უფასო ტრენინგსა და უფასო დახმარებას

შეგიძლიათ შეარჩიოთ შემდეგი მომსახურებები:
მარკეტინგული ჰაბი : მარკეტინგის პროგრამა დაგეხმარებათ ტრეფიკის გაზრდაში, მეტი ვიზიტორის გარდაქმნაში, რათა მასშტაბურად აწარმოოთ სრული შემომავალი მარკეტინგული კამპანიები.
გაყიდვების ჰაბი:  გაყიდვების CRM პროგრამა დაგეხმარებათ უფრო ღრმად გაეცნოთ პერსპექტივებს, ავტომატიზირების დახმარებით მარტივად შეასრულოთ დავალებები, რომელთა შესრულებაც ნაკლებად სასიამოვნოა და შეძლებთ უფრო სწრაფად დახუროთ მეტი გარიგება.
სერვისის ჰაბი : მომხმარებელთა მომსახურების პროგრამული უზრუნველყოფა დაგეხმარებათ მომხმარებლებთან დაკავშირებაში, რათა დააკმაყოფილოთ მათი საჭიროებები და აქციოთ ისინი პრომოუტერებად, რომლებიც დაეხმარებიან თქვენ ბიზნესს გაზრდაში.


იმეილ მარკეტინგის სწორად წარსამართად დაგეხმარებათ შემდეგი პროგრამები :

Mailchimp- twilio

 Mailchimp– ს აქვს ინსტრუმენტები და რესურსები, რომლებიც გჭირდებათ ბრენდის შესაქმნელად, ონლაინ გაყიდვისთვის და თქვენი ოცნების ბიზნესის მასშტაბის შესაქმნელად.

ის, რაც წარსულში მუშაობდა, აღარ არის საკმარისი. უპიროვნო, ზოგადი ელ.ფოსტით სამიზნე აუდიტორიამდე მიღწევა რთულია.  დღევანდელი მომხმარებლები ბევრად მეტს ელიან. თქვენ უნდა შექმნათ უნიკალური გამოცდილება, რომელიც თითოეულ მომხმარებელს აგრძნობინებს, რომ ის უნიკალური მომხმარებელია. Mailchimp- ს ამის გაკეტება შეუძლია მომხმარებელთა გამოცდილების ავტომატიზაციის შემთხვევაში, იგივე შედეგის მიღწევაში დაგეხამრებათ ActiveCampaign.

Twilio დაგეხმარებათ მიწვდეთ მომხმარებლებს ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ დროს. განამტკიცეთ თქვენი მომხმარებლებთან ურთიერთობა, კომუნიკაციების გაერთიანებით მარკეტინგითა და გაყიდვებით დაწყებული, მომხმარებელთა მომსახურებითა და ოპერაციებით დასრულებული. პერსონალურად მოაწყვეთ მომხმარებლის ყველა მოგზაურობის ნაბიჯი ისეთი გადაწყვეტილებებით, როგორიცაა ინტელექტუალური ჩათბოტი, პერსონალური ანგარიშის შეტყობინებები, მთლიანად პროგრამირებადი „ღრუბელზე დაფუძნებული“ სატელეფონო ცენტრი  და ა.შ. აპლიკაცია გეხმარება სწორად შეარჩიო რისი განვითარება სჭირდება შენ ბიზნესს.

 მარკეტინგის ქლაუდები : Marketing cloud, Marketing cloud saleforce, Adobe marketing cloud, SAP Commerce cloud, Oracle

 

„ტრადიციული მარკეტინგისა და გაყიდვების ძაბრი“ მუშაობდა შემდეგნაირად, ინტერესისა და ცნობადობის გასაზრდელად აქტიურად მუშაობდა მარკეტინგის გუნდი, ხოლო განხილვა, შეფასება, შესყიდვა იყო გაყიდვების გუნდის მოვალეობა. თანამედროვე, შემოსავალზე ორიენტირებული ძაბრის მიხედვით კი მარკეტინგი და გაყიდვები ტანდემში მუშაობს თითოეულ საფეხურზე : ინტერესისა და ცნობირების ამაღლება, განხილვა, შეფასება, შესყიდვა. თანამედროვე „იარაღები“ შესაძლებლობას გაძლევთ ფეხი აუწყო ცვლილებებს და გამოიყენო ისინი  ბიზნესის გასაძლიერებლად.