საიტი მუშაობს შეფერხებით. მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

წვდომისთვის საჭიროა ავტორიზაცია

img description

2021 წლის სოციალური მედიის დიზაინის ტრენდები

იმისა გამო, რომ სოციალური მედია გაჯერებულია განსხვავებული კონტენტით მნიშვნელოვანია იცნობდეთ თანამედროვე ტენდენციებს, რათა თქვენ მიერ შექმნილი კონტენტი გამოირჩეოდეს სხვებისგან. გაგაცნობთ 2021 წლის სოციალური მედიის დიზაინის ტრენდებს.

ვიდეოები მოკლე ფორმატით

Limelight- ის თანახმად, 2020 წელს ადამიანები კვირაში საშუალოდ უყურებდნენ თითქმის შვიდი საათის და 55 წუთის ონლაინ ვიდეოს. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც მუდმივად ჩქარობს. მოკლე ფორმატის ვიდეოები, რომელიც შეადგენს  4-30 წამს 2021 წელს განსაკუთრებით აქტუალური იქნება, ისეთი პლატფორმების ზრდის წყალობით, როგორებიცაა: Instagram, Facebook, Snapchat, TikTok და ა.შ. ჩართეთ სენსორული ტრიგერები თქვენი ვიდეოების პირველ ორ წამში, რათა მიიქციოთ აუდიტორიის ყურადღება და გააგრძელებინოთ ვიდეოს ყურება.

ამაში დაგეხმარებათ:

  • თვალშისაცემი უკანა ფონი ვიდეოში
  • ტექსტის გამოყენების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ფონტი იყოს  კარგად კითხვადი
  • ემოციურ კომუნიკაციაში დაგეხმარებათ  სტიკერები და  გიფები 

მაგალითები :


კარუსელის“ ფორმატის პოსტები და ინფორმაციულად მდიდარი კონტენტი

დიდი ხანია აღარ არის ერთი სურათიანი პოსტების დრო. მრავალ კარკასული კარუსელები თქვენს აუდიტორიას უმარტივებს სიახლის აღქმას და არის ინფორმაციული.  კარუსელის პოსტები ყველაზე ეფექტიანია დაკავშირებული სურათების გაზიარებისას - იფიქრეთ: ახალი მენიუს ელემენტების სურათებზე, პროდუქტის ჩამონათვალზე ან ერთდროულად მრავალი მომხმარებლის მიმოხილვის ჩვენებაზე.  ციტირების გრაფიკა და ინფოგრაფიკა, სწრაფად მოგვითხრობს ღრმა ამბავს თქვენი ბიზნესის შესახებ, მხიარული, მიმზიდველი და პრაქტიკული გზით.

ფოტოები : https://www.adobe.com/express/learn/blog/2021-social-media-design-trends-all-small-business-owners-should-know

პოდკასტები

პოდკასტის ისტორიები შეიძლება მნიშვნელოვანი მარკეტინგული იარაღი იყოს მცირე ბიზნესისთვის, როდესაც საქმე ეხება მომხმარებლებთან დაკავშირებას და მათი ბრენდის პოზიციონირებას კონკრეტულ თემასა თუ სფეროში. აღნიშნული მეთოდი იაფია. აუდიტორიისთვის ორიგინალური პოდკასტის სერიის შეთავაზებით,  შეგიძლიათ დაეყრდნოთ სტუმრების კომპეტენციას და გამოიყენოთ მათი აუდიტორია , რათა მეტმა ადამიანმა გაიგოს თქვენ შესახებ. კოვიდ პანდემიამ შეცვალა ვიდეოების ხარისხის მიმართ დამოკიდებულებაც და არ მოგიწეთ დამატებითი თანხის გადახდა ვიდეოგრაფისთვის.

იმისათვის, რომ გაგიმარტივდეთ პოდკასტების წარმოება გიზიარებთ ლინკს: https://helpx.adobe.com/audition/how-to/create-podcast.html?playlist=/ccx/v1/collection/product/audition/segment/designer/explevel/beginner/applaunch/basictraining/collection.ccx.js?ref=helpx.adobe.com

განსხვავებული ვიზუალის პოდკასტების შექმნაში დაგეხმარებათ აღნიშნული ვებ. გვერდი : https://www.adobe.com/express/create/cover/podcast

 

 ვიზუალური და თემატური ტრენდები

ფერი არის ძალა, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს სულზე. ფერები, რომელსაც კომპანია იყენებს, უნდა ერგებოდეს იმ აუდიტორიის გემოვნებასა და პრიორიტეტებს, რომელზეც კონცენტრირდება, თუმცა არსებობს ზოგადი ტენდენციები.

2021 წელს ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ აამაღლოთ მომხმარებლის განწყობა,ამაში დაგეხმარებათ მკვეთრი ტონები.

ასევე არსეობობს ფერები, რომელიც კომპანიას ეხმარება გაყიდვებში : https://www.youtube.com/watch?v=WeBUKf2XWFQ

ფერების კომბინაციები : https://www.adobe.com/express/learn/blog/101-brilliant-color-combinations


 კომფორტის ზონა

საკუთარი თავის მოვლა 2021 წელს კვლავ მთავარ ტენდენციად რჩება, რადგან მომხმარებლები მოიხმარენ პროდუქტებს, რომლებიც ამცირებენ შფოთვას და ეხმარებიან  წონასწორობის მიღწევაში. გახადეთ ეს თემა თქვენი სოციალური არხების სასაუბრო თემად.

დასვი კითხვები ინსტაგრამ სთორის დახმარებით და გამოაქვეყნე განსაკუთრებული პასუხები. ხაზი უნდა გაესვას იმას, თუ როგორ ეხმარება შენი პროდუქტი ადამიანებს, უკედ იგრძნონ ტავი სახლში ყოფნის დროს.

ჯანსაღი ცხოვრებისა და რუტინების აღწერისას გამოიყენეთ პასტელური ფერის  შაბლონები  :

_“პიქსელის წვეულება“

_ ციფრული თემატიკა დომინირებს დიზაინში

https://unsplash.com/photos/_af0_qAh4K4

 - პოპ არტით შთაგონებული დიზაინი, lo-fi დიზაინის ელემენტები, ბადეების გამოყენება არის აქტუალური

 -რომატიზმი

- ისტორიული ესთეტიკა თანამედროვე კომუნიკაციაში

-ვიქტორიანული ელფერის პოსტები

-ფსიქოდელიკა( Psych Out)

2021 წელი არის მსოფლმხედველობის გაფართოების ეპოქა. ასე რომ, აქტუალური ხდება 1970-იანი წლების ფსიქოდელიური ესთეტიკა. პოსტი უნდა იყოს ხმაურიანი და თამამი, გაშლილი ფორმებით, მეოცნებე და დაუჯერებელი ილუსტრაციებით. საინტერესო იქნება, თუკი დაუმატებთ ბუნების ტონებს :

თუმცა საბოლოოდ, არავინ იცნობს შენ აუდიტორიას შენზე უკეთ. ამ ტრენდების გაზიარებამ უნდა მოგცეს ინსპირაცია მოარგო შესაბამისი ტრენდი შენ აუდიტორიას და აღმოაჩინო ახალი მიმართულებებლი კომუნიკაციის პროცესში.

ყოველთვის გახოვდეს, რომ ცოტა ბევრია!